სასამართლომ ბილალ დუიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

27.12.24 16:03
სასამართლომ ბილალ დუიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბილალ დუიშვილი სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

ახალგაზრდის უფლებადამცველის შეფასებით, სხდომაზე წარდგენილი მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას აძლევდნენ, რაც მოსამართლის ლოიალური გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. 

წარმოდგენილი მოწმეები ურთიერთგამომრიცხავ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებდა. ერთი მოწმე ამბობდა, რომ 10-15 მეტრის დაშორებით იდგა და გვერდით ედგა მისი თანამშრომელი, ხოლო მეორემ თქვა, რომ ბილალ დუიშვილი 50 მეტრის დაშორებით იდგა. ფაქტობრივი გარემოების ურთიერთწინააღმდეგობამ მოსამართლე იძულებული გახადა, რომ ასეთი ლოიალური გადაწყვეტილება მიეღო, გაეთავისუფლებინა ადმინისტრაციული სახდელისგან და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოფარგლულიყო", - ამბობს უფლებადამცველი. 

პანკისელ 21 წლის სტუდენტს, რომელიც 4 დეკემბერს, საპროტესტო აქციის დარბევის დროს დააკავეს, პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. 

მსგავსი სიახლეები