რაზე ესაუბრა პრეზიდენტს ირაკლი შაიშმელაშვილი?
ირაკლი შაიშმელაშვილი ქვეყნიდან წასვლამდე პრეზიდენტს შეხვდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ნოდარ მელაძესთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
სხვათაშორის, საქართველოს პრეზიდენტი არ მეგონა თუ გამოხატავდა ჩემთან შეხვედრის მზაობას და სურვილს - უთხრა შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა ნოდარ მელაძეს.
მე ვუთხარი, რომ ამ მოცემულობაში, მე ამ ყველაფერს უბრალოდ ვერ გავუძელი. ტყუილში ცხოვრება არ მინდოდა. მე არ მინდოდა ჩემს შვილებს თვალებში ჩავხედო, აბსოლუტურად სხვა შეხედულება გვაქვს, ჩემს მეგობრებს შევხვდე, ასე პრიდაპირ თვალებში ვუყურო და ვიცოდე, ის რასაც მე ვთვლი რომ არ არის სწორი,ის რაღეცბი ვაპრავო. სიცრუეს თავისი ფასი, ჩვენ ამ ფასს ოდესმე გადავიხდით, მაგრამ რა იქნება იმის ფასი რასაც მოცემულობით ჩვენი შვილებსი თაობა გადაიხდის, ეს იქნება საკითხავი", - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ირაკლი შაიშმელაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ ნოდარ მელაძესთან, ხვალ, 28 დეკემბერს, „ტვ პირველის“ ეთერში 20:00 საათზე გავა.
ცნობისთვის, ირაკლი შაიშმელაშვილმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსის თანამდებობა 3 დეკემბერს, იმ დროს დატოვა, როცა თბილისში პროევროპული საპროტესტო აქციების განსაკუთრებული სისასტიკით დარბევა მიმდინარეობდა. 26 დეკემბერს კი ირაკლი შაიშმელაშვილმა ოჯახთან ერთად ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.