“ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა“ - პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის დასანქცირებაზე

27.12.24 20:25
“ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა“ - პაატა ბურჭულაძე ივანიშვილის დასანქცირებაზე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება ქართველი ხალხის გამარჯვებაა.

“სანამ ერთად ვართ ვერც გარე მტერი მოგვერევა და რაც მთავარია, ვერც შიდა“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, ყველა საპროტესტო საღამო და საზოგადოების ერთად დგომა ასუსტებს “ოცნებას“.

რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა, სანამ ერთად ვართ ვერც გარე მტერი მოგვერევა და რაც მთავარია, შიდა მტერი. შიდა მტერი გვყავს საშინელება, რომელიც დასამარცხებელია. ჩვენ გვინდა პატიმრები სასწრაფოდ გამოუშვან და სამართლიანი არჩვენები ჩატარდეს. ჩვენ ამას მივაღწევთ, ყველა საღამო, ჩვენი ერთად დგომის, ასუსტებს “ოცნებას“, “ოცნებას“ კი არა მავნებლებს და მოღალატეებს, ჩვენ ახლოს ვართ გამარჯვებასთან, ძალიან ახლოს, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილი დაასანქცირა - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა განცხადება თბილისის დროით 20:00 სააათზე გამოაქვეყნა. 

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.

მსგავსი სიახლეები