შტატებმა ივანიშვილის დასანქცირებით დიდი ნაბიჯი გადადგა - ლანდსბერგისი
შეერთებულმა შტატებმა გადადგა დიდი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით - ასე ეხმაურება "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის დასანქცირებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი.
შეერთებულმა შტატებმა გადადგა დიდი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებით. და არ დაგვავიწყდეს, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტს აქვს უფლება წარადგინოს მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც მასთან ერთად ბიზნესშია ჩართული", - აცხადებს ლანდსბერგისი
ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.