პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 4 პირის სასამრთლო პროცესის გადადებას ცდილობს - ადვოკატი
სინდისის პატიმრების საქმე - ადვოკატის თქმით, პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 4 პირის სასამრთლო პროცესის გადადებას ცდილობს.
როგორც თორნიკე მიგინეიშვილი "პირველებთან" აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და გადავადებაზე შაუმდგომლობას სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედების გასახანგრძლივებლად მიმართავს.
საგამოძიებო ორგანო, ამ შემთხვევაში პროკურატურა ცდილობს, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რომ პროცესი, რომელიც ჩანიშნული არის 16-ში გადადოს, გაახანგრძლივოს. ჯერ ჯერობით არ ვიცით შუამდგომლობის მოტივაცია რა შეიძლება იყოს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ალბათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული გახანგრძლივება. ჩვენი პოზიცია იქნება, რა თქმა უნდა მკაცრი, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, რაიმე სახის საფუძველს, იმისთვის რომ გაგრძელდეს ეს ვადა, ხელოვნურად არიან ეს ადამიანები ისედაც დაპატიმრებულები, და ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძე დარჩეს ისევ პატიმრობაში'', - ამბობს ადვოკატი.
ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პარალელურად კი, ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ "ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრები ამოჭრა და ეთერში ისე გაუშვა. მსახიობი, რომელიც მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს, ორ ეპიზოდში მონაწილეობდა.
ცნობისთვის, Wissol ჯგუფის დამფუძნებელი სოსო ფხაკაძეა. ის "ოცნების" მხარდამჭერ ბიზნესმენთა რიგებში ერთ-ერთი მოწინავეა.