ძარცვა ესებუას მეთოდით - პირველი კადრები ყვარლიდან (ვიდეო)
ყვარელში ჭავაჭავაძის ქუჩა პოლიციის ალყაშია მოქცეული - ,,საქართველოს ბანკის" ფილიალში თავდამსხმელი დაახლოებით ერთი საათია, იმყოფება და არსებული ინფორმაციით, 12 მძევალი ჰყავს აყვანილი.
გავრცელებული ინფორმაციით, შეირაღებული თავდამსხმელი ბანკისგან 12 მილიონ ლარს ითხოვს.
ამასთან, ირკვევა, რომ თავდამსხმელი შეიარაღებულია, წინასწარი ინფორმაციით, მას როგორც ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე ხელყუმბარაც აქვს.