ლომჯარია: უკანონოდ დააკავეს ციალა ქათამიძე და გია ჯვარშეიშვილი

11.01.25 22:55
ლომჯარია: უკანონოდ დააკავეს ციალა ქათამიძე და გია ჯვარშეიშვილი

სამოქალაქო პლატფორმის "საქართველოს ევროპული ორბიტის" დამფუძნებლის, ნინო ლომჯარიას ინფორმაციით, ბათუმსა და თბილისში დაკავებულთა შორის ომბუდსმენის აპარატის ყოფილი თანამშრომელი ციალა ქათამიძე და შშმ პირთა უფლებადამცველი გია ჯვარშეიშვილი არიან.

 უკანონოდ დააკავეს სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომელი, უფლებადამცველი ციალა ქათამიძე. დააკავეს ასევე წამების მსხვერპლი, შშმ პირთა უფლებადამცველი  გია ჯვარშეიშვილი". - წერს ნინო ლომჯარია. 

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.  

თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე ბათუმშიც გადავიდნენ - პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.