ბათუმში გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს

11.01.25 23:13
ბათუმში გამოცემა "ბათუმელების" რედაქტორი, მზია ამაღლობელი დააკავეს

დაკავებების სერია გრძელდება - ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბორკილები გამომცემლობა "ბათუმელების" რედაქტორს, მზია ამაღლობელს დაადეს. 

დაკავების მიზეზი საპროტესტო ბანერის გაკვრა გახდა. 

  • ფოტო - ბათუმელები

თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, ჩანს, თუ როგორ ადებენ ხელბორკილებს პოლიციის თანამშრომლები მიწაზე დაგდებულ ადამიანს ძალის გამოყენებით.  

თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მოქმედებაზე ბათუმშიც გადავიდნენ - პოლიციამ ბათუმში 10-მდე მოქალაქე დააკავა.