მკაცრად ვგმობთ გიორგი გახარიაზე თავდასხმას... ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე - ესტონეთის საგარეო

15.01.25 15:20
მკაცრად ვგმობთ გიორგი გახარიაზე თავდასხმას... ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე - ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პარტია “საქართველოსთვის” ლიდერზე, გიორგი გახარიაზე ფიზიკურ თავდასხმას ეხმაურება და მოუწოდებს “ქართულ ოცნებას”, შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციის ლიდერებსა და მშვიდობიან მოქალაქეებზე.

"ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

“ჩვენ მკაცრად ვგმობთ საქართველოს ოპოზიციის ლიდერზე, გიორგი გახარიაზე განხორციელებულ ფიზიკურ თავდასხმას გუშინ ღამით ბათუმში. მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას”, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავდასხმები ოპოზიციისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ. ესტონეთი განიხილავს დამატებით ნაბიჯებს ევროკავშირის დონეზე”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ.

ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. 

გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც. 

ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.