"შერატონ ბათუმი" უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეომასალა - TI
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" სოციალურ ქსელში წერს, რომ კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, "შერატონ ბათუმი" უარს ამბობს ზვიად ქორიძეს ვიდეომასალა გადასცეს, სადაც მასზე თავდასხმაა აღბეჭდილი.
TI აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მოცემულ საკითხთან დაკავშირებით ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებს.
შერატონ ბათუმი, კანონმდებლობის მოთხოვნის მიუხედავად, უარს ამბობს გადასცეს ზვიად ქორიძეს ვიდეო მასალა, სადაც მასზე თავდასხმა არის აღბეჭდილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ამ საკითხთან დაკავშირებით ექნება რეაგირება, გამოიყენებს ყველა ადგილობრივ სამართლებრივ მექანიზმს, ასევე მიაწვდის ინფორმაციას შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებების, არამედ ბიზნეს სფეროს მიმართულებით", - წერს TI.
ცნობისთვის, "საქართველოსთვის" ლიდერს, გიორგი გახარიას გვიან ღამით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავს დაესხნენ. ექიმის განცხადებით, გიორგი გახარიას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.
პარტიის წევრები პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. გიორგი გახარიაზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
"შერატონში" თავდასხმის ობიექტი გახდა ასევე ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც.