"მძიმე მოცემულობაში შევდივართ, პრობლემის გადაჭრის გზა უნდა იყოს პოლიტიკური" - თავისუფალი ბიზნესის შეხვედრა დასრულებულია
თავისუფალი ბიზნესის თითქმის 3 საათიანი შეხვედრა დასრულებულია - შეხვედრიდან გამოსული Freebusiness-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი "პირველებთან" ქვეყანაში არსებულ მძიმე მოცემულობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ დრევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილმა პრეზენტაციებმა ეს ციფრებში კარგად აჩვენა.
მისი თქმით, ამ პრობლემის წყარო პოლიტიკურია და სწორედ პოლიტიკურ ჩარჩოში უნდა მოგვარდეს.
ბიზნესი ვერ გადაწონის პოლიტიკას - აცხადებს ჩუგოშვილი და რაც უფრო დროში იქნება გაწელილი ეს კრიზისი, მით უფრო სავალალო მდგომარეობის წინაშე დადგება ქვეყანა.
პრეზიდენტაციები რომელიც მოვისმინეთ და ციფრებში ვნახეთ ადასტურებს იმას, რომ პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკას კრიზისში ითრევს და ეს ყოველთვე უფრო და უფრო მძიმე სურათს იღებს. ჩვენ ვნახეთ აისეტის ინდექსი, სადაც ბიზნესისი განწყობები არის გაზომილი და ეს ინდექსები არის რადიკალურად შემცირებული და არის ისეთ დონეზე, როგორიც იყო პანდემიის დროს, წარმოგიდგენიათ? ეს არის ძალიან მძიმე მოცემულობა. ეს ყველაფერი არის ამ არსებული ესკალაციის და იზოლაციის პირობებში, მაგრამ კიდევ უფრო დაგვემატა ან სანქციები, ან იზოლაცია, ეს კიდევ უფრო გააუარესებს იმ ისედაც მძიმე სცენარს, რაც დღეს ვნახეთ.
რამდენიც არ უნა ვიშრომოთ, რამდენიც არ უნდა ვემუშაოთ ინვესტორებს, ბიზნესი ვერ გადაწონის პოლიტიკას. წყარო ამ ყველაფერის არის პოლიტიკური, შესაბამისად, გადაწყვეტაც უნდა იყოს პოლიტიკური. გადაჭრის გზა უნდა იყოს პოლიტიკური და რაც უფრო დროში იქნება გაწელილი, მით უფრო იგრძნობს ამას ბიზნესი და მით უფრო იგრძნობს ამას საზოგადოებაც სოციალურ საკითხებში, ამიტომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო პრობლემურ მოცემულობაში შევდივართ", - ამბობს ჩუგოშვილი.
- "ქვეყანა სავალალო ეკონომიკურ შედეგებამდე მივა... გამოსავალი ახალი არჩევნებია" - ბიზნესის ბოლო გაფრთხილება "ოცნებას"
- თურმე სანქცია ყოფილა "ჯილდო", ჩვენ ამას გავუძლებთო, გაუძელი სახლში, ქვეყანაში რას გაუძლებ... - თემურ ჭყონია
- ნორმალური განვითარების გზაზე მყოფ არცერთ ქვეყანას ასეთი მძიმე გამოწვევა და იზოლაცია არ ჰქონია, როგორიც საქართველოს აქვს - ჭუმბურიძე