“პირველების" ინფორმაციით, ყაველაშვილმა შეიწყალა პატიმარი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იყო დაკავებული
“პირველების“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილმა, მინიმუმ ერთი პატიმარი შეიწყალა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდლეობისთვის იყო დაკავებული. საქმე ეხება ვაკეში მომხდარ სისხლიან გარჩევას და ორმხრივ სროლას.
ინფორმციის დაზუსტების მიზნით, “პირველები“ ყაველაშვილის ადმინისტრაციის უფროს დაუკავშირდა, თუმცა ქეთევან კვინიკაძე სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
დამატებითი კომუნიკაციის შემდეგ კი გვითხრეს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია არ აპირებს გაასაჯაროვოს, მათ შორის არც მუხლები, რომელი მუხლით გასამართლებულებს გაუხსნა ციხის კარი ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.