“მნიშვნელოვანია, შეწყალების აქტი, არ წარმოშობდეს უსაფრთხოების რისკებს“ - ლევან იოსელიანი
სადავო შეწყალება - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ “მნიშვნელოვანია, ყველა შეწყალების აქტი, რომელიც განხორციელდება ამ ქვეყანაში, არ წარმოშობდეს უსაფრთხოების რისკებს“.
ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ის, როგორც სახალხო დამცველი მომხრეა შეწყალების, თუმცა ეს ყველაფერი პროპორციულად უნდა იყოს იმ საფრთხეებთან, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს მნიშვნელოვანი.
როგორც სახალხო დამცველი, რა თქმა უნდა, მე მომხრე ვარ შეწყალების, ამნისტიის, ოღონდ ეს ყველაფერი პროპორციულად უნდა იყოს იმ საფრთხეებთან, რაც შეიძლება საზოგადოებისთვის იყოს მნიშვნელოვანი, როცა ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებას ტოვებენ.
არ ვიცი, შიგნით პრეზიდენტს რა სტრუქტურა აქვს, ვინ სწავლობს ამ საქმეებს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა შეწყალების აქტი, რომელიც განხორციელდება ამ ქვეყანაში, არ წარმოშობდეს უსაფრთხოების რისკებს, ეს არის მნიშვნელოვანი და ამაზე პასუხისმგებელი ვინცაა, იმათმა უნდა გასცენ პასუხი“, - განაცხადა ომბუდსმენმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 19 იანვარს, მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული პირი შეიწყალა.