"არ დავუშვებთ, "ოცნების" წევრი, რომელიც მშვიდობიან აქტივისტებს მკვლელებს გვეძახის, რექტორად დაგვინიშნონ" - პროტესტი ბსუ-ში
ბსუ-ში რექტორის არჩევნების პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს.
"სირცხვილია", "მონებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები უნივერსისტეტში, სადაც ივანიშვილის დეპუტატს, ტიტე აროშიძეს რექტორად დასმას უპირებენ.
დღეს ახალგაზრდების გვერდით დგანან უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორების ნაწილიც, რომელთათვისაც "ოცნების" დეპუტატის რექტორად დანიშვნა მიუღებელია.
არ დავუშვებთ ბსუ-ში რუსულ რეჟიმს, ეს არის უნივერსიტეტი და აქ არ არის "ქართული ოცნების" წევრების ადგილი. აქ აპოლიტიკური სივრცე უნდა დარჩეს", - ამბობს ახალგაზრდა.
არ დავუშვებთ, ეს ადამიანი, რომელიც მიკერძოებული და ჩვენ, მშვიდობიან აქტივისტებს მკვლელებს გვეძახის, რექტორად იქნას აღიარებული", - აცხადებს სტუდენტი.
პარალელურად, როგორც აქციის მინაწილეები ამბობენ, ბსუ-ის შენობაში და მის გარეთ "ოცნებას" მიგზავნილი ჰყავს "ტიტუშკები", რომლებიც ივანიშვილის დეპუტატის დასაცავად მოაბილიზეს ადგილზე.
ცნობისთვის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების"წევრი და არალეგიტიმური უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე.