"Добро пожаловать 41" - ბსუ-ში, კარზე, სადაც რექტორის არჩევნები მიმდინარეობს, სტუდენტებმა სტიკერები გააკრეს

21.01.25 15:16

ბსუ-ში რექტორის არჩევნების პროცესი სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. 

"სირცხვილია", "მონებო"; "ცეცხლი ოლიგარქიას" -  სკანდირებენ აქციის მონაწილე ახალგაზრდები უნივერსისტეტში, სადაც ივანიშვილის დეპუტატს, ტიტე აროშიძეს რექტორად დასმას უპირებენ. 

დღეს ახალგაზრდების გვერდით დგანან უნივერსიტეტის პროფესორ-ლექტორების ნაწილიც, რომელთათვისაც "ოცნების" დეპუტატის რექტორად დანიშვნა მიუღებელია. 

პარალელურად, როგორც აქციის მინაწილეები ამბობენ, ბსუ-ის შენობაში და მის გარეთ "ოცნებას" მიგზავნილი ჰყავს "ტიტუშკები", რომლებიც ივანიშვილის დეპუტატის დასაცავად მოაბილიზეს ადგილზე. 

ცნობისთვის, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნებია, რომელშიც ორი კანდიდატი მონაწილეობს - "ქართული ოცნების"წევრი და არალეგიტიმური  უმაღლესი საბჭოს თვითგამოცხადებული დეპუტატი ტიტე აროშიძე და ბიოლოგიის დოქტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლორა და ფაუნას'' დამფუძნებელი არჩილ გუჩმანიძე. 

მსგავსი სიახლეები