კიდევ კარგი დახვრეტა არ არის, მეტს რას მიზამთ? - აქციაზე დაკავებული მუსელიანცი მოსამართლეს
კიდევ კარგი დახვრეტა არ არის, მეტს რას მიზამთ? - ამ სიტყვებით მიმართა აქციაზე დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა სასაამრთლო სხდომაზე მოსამართლე ლელა კალიჩენსკოს, რომელმაც აქტივისტი პატიმრობაში დატოვა.
მუსელიაცმა, რომელსაც გამოძიება პარლამენტთან კამერების დაზიანებას ედავება, განსასჯელის სკამიდან მოსამართლეს პირდაპირ უთხრა სასამართლო სისტემა მიკერძოებული და მართულია, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეჟიმის პროკურატურასთან და რეჟიმის უწყებებთან თანამშრომლობას არ აპირებს.
არცერთი გამამართლებელი განაჩენი არ დამდგარა აქციის მონაწილეების საქმეებზე, აქედან გამომდინარე მე ვარაუდო მაქვს, რომ სასამართლო მოქმედებს მიკერძოებულად, რასაც ზემოდან ავალებენ, იმას ასრულებს. არ ვაპირებ არანაირ თანამშრომლობას რეჟიმის პროკურატურასთან და რეჟიმის უწყებებთან. რაც გინდათ ის გიქნიათ, მეტს ვერაფერს ვერ ვიტყვი, ჩაკეტილი ვარ, კიდევ კარგი დახვრეტა არ არის, მეტს რას მიზამთ? ვერაფერს, გამაძევებთ დარბაზიდან?", - უთხრა მოსამართლეს მუსელიანცმა.
მოსამართლე ლელა კალიჩენკომ აქციაზე დაკავებული არჩილ მუსელიანცი პატიმრობაში დატოვა. აქტივისტს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან კამერების დაზიანებას ედავება.
პროცესზე სიტყვით თავად დაკავებული არჩილ მუსელიანცი გამოვიდა და თქვა, რომ ბრალდებას არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მან ასევე ისაუბრა იზოლატორში განხორციელებულ შანტაჟზე, ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე.
არჩილ მუსელიანცს 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას გულისხმობს.