"ოცნების" ხელისუფლება აგონიაშია - ნენსი ვოლანდი
ჯგუფ "დაიტოვეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნენსი ვოლანდი გუშნ მის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ პოლიციამ მისი სახლიდან ტექნიკა, პლედები და ძველი ფოტოაპარაყი წაიღო.
ვოლანდი დარწმუნებულია, რომ "ოცნების" ხელისუფლება აგონიაშია. მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლების ქმედებები ცხადყოფს, რომ მათ მოქალაქეების ხმამაღალი პროტესტის ძალიან ეშინიათ.
ჩემი პირადი ტექნიკა, ტელეფონი, აიპადი, კომპიუტერი წაიღეს. წინაზე რაც ვახსენე, ეს იყო ბაბუაჩემის ნაჩუქარი 60-იანი წლების კამერა და ფოტოაპარატი ზენიტი. წაიღეს 7 ცალი პლედი, რომელსაც აქვს ევროკავშირის დროშა პრინტად. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჩვენს ჯგუფში გაზიარდა აქციის ანონსი და ზუსტად რამდენიმე დღეში, დიდი ალბათობით, შეთითხნეს ეს ოქმები და უწყებები და მოგვადგნენ სახლშ. ეს შიშიც აღარ არის, ეს არის აგონია. რაღაცნაირად ხომ უნდა დაფიქრდნენ, რომ მათ ინტერესებში არ არის ეს, რომ გამოაჩინონ, რამდენად ეშინიათ ადამიანების, ვინც ხმამაღლა ლაპარაკობს, - ამბობს ნენსი ვოლანდი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პოლიცია ნენსი ვოლანდის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლებში შევიდა და ჩხრეკა ჩაატარა.