სინდისის პატიმრების პროცესი - ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დასრულდა

03.02.25 13:49
სინდისის პატიმრების პროცესი -  ჟურნალისტ ნიკა კაციას საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დასრულდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულზე დაკავებული ჟურნალისტის ნიკუშა კაციას სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი განხილვა დასრულდა.

პროცესს ესწრებოდა ბრალდებული კაციაც.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ მთელი რიგი უფლებრივი მდგომარეობა დაირღვა და სასამართლოში მისი უდანაშაულობა დამტკიცდება.

დაცვის მხარე არ დავეთანხმეთ და ვთვლით, რომ უკვე დაიწყება მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, სადაც ნათლად გამოიკვეთება ის ხარვეზები, რასაც ბრალდების მხარეს კანონი ავალდებულებდა, რომ დაეცვა და ის საგამოძიებო მოქმედებები ისე ჩაეტარებინა, როგორც სისიხლის სამართლის საპორცესი კოდექსი ითვალისწინებს. ამ მოქმედებების ჩატარება კანონდარღვევით, რაც გულისხმობს რომ არ გაკეთდა აუდიო-ვიდეო გადაღება და პირადი ჩხრეკის გადაღება, ეს უკვე გულისხმობს, რომ უკანონობა სახეზეა. თუმცა, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომელსაც არსებით განხილვაზე წარმოვადგენთ და ცალსახად უარყოფსმ ფაქტებს, რასაც ბრალდები მხარე ედავება ნიკა კაციას“, - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეება ოჯახის პოზიციას-დაკავებულის ძმა მიიჩნევს, რომ ყველა ბრალი აბსურდული და შეკერილია და „დაკავებულები არალეგიტიმური ხელისუფლების ტყვეები არიან.“

ის ადამიანები, რომლებიც დატყვევებული ჰყავს ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, არიან ტყვეები. ყველა ბრალი არის აბსურდული, შეკერილი და ერთმანეთზე გადაწერილი. შესაბამისად, ვერ სამართლებრივ და ვერ ადამიანურ შეფასებას ვერ მივცემ. ვერც იმ გადაწყვეტილებებს მივცემ შეფასებას, რაც ამ შენობაში გამოაქვთ, რადგან ჩვენი მოსამართლე დასანქცირებულია. ერთადერთი ველოდები საქართველოს განთავისუფლებას, ამ სისტემის გაწმენდას და შემდეგ უკვე, სამართლიან სასამართლოში  ეს ადამიანები აგებენ პასუხს“, - განაცხადა ნიკა კაციას ძმამ.

ცნობისთვის, ნიკუშა კაციას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკუშა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები