“ურტყამდნენ სახეში, კიდურებზე, მუცლის არეში, დარტყმები იმდენად მტკივნეული იყო, რომ დაკარგა გონება" - 16 წლის მოზარდის და

03.02.25 15:25
“ურტყამდნენ სახეში, კიდურებზე, მუცლის არეში, დარტყმები იმდენად მტკივნეული იყო, რომ დაკარგა გონება" - 16 წლის მოზარდის და

16 წლის ნიკოლოზ გველუკაშვილი, რომელიც გუშინ აქციაზე დააკავეს და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს,  ოჯახმა გამოკვლევებზე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ოჯახის ინფორმაციით, მას აქვს მუცლის ტკივილები და კიდურების დაზიანება, რის გამოც უჭირს გადაადგილება.

მათივე ცნობით, გველუკაშვილი აქციის ერთ-ერთ მონაწილეს წამოდგომაში ეხმარებოდა, რა დროსაც სპეცრაზმელები მივარდნენ, სცემეს და შემდეგ ფიზიკური ანგარიშსწორება დაკავების შემდეგ, ავტომანქანაშიც გააგრძელეს.

ოჯახის წვრები იმასაც ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა მისი ტელეფონი, საფულე და პირდაი ნივთებიც წაიღეს და ამ დროდმე არ დაუბრუნებიათ.

მიღებული აქვს სხეულზე სერიოზული დაზიანებები, მას ურტყამდნენ სახეში, კიდურებზე, მუცლის არეში. იმდენად მტკივნეული დარტყმები აქვს მიღებული მუცლის არეში, რომ, როგორც თავად ამბობს, რამდენიმე წამით გონებაც კი დაკარგა. ამავე დროს ამ ძლიერი ტკივილის ფონზე, რომელსაც განიცდიდა, არ ახსოვს შინაარსი ნაწილობრივ, თუ რას ეუბნებოდნენ, თუმცა, იხსენებს, რომ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ცდილობდნენ მის დაცინვას, დაშინებას და დამცირებას. გუშინ ღამით, როდესაც ჩემი ძმა ვნახე, ის უფრო მეტად იყო დამცირებული და შეურაცხყოფილი, ვიდრე გრძნობდა ფიზიკურ ტკივილს. ეს არის სახე იმ სისტემის და ფაქტობრივი ძალაუფლების მფლობელებისა, რომელიც ერჩის საზოგადოების ჯანსაღ, პროგრესულ ნაწილს, რასაც ნიკოლოზი და მთლიანად მისი თაობა განასახიერებს“, - აცხადებს ნიკოლოზ გველუკაშვილის და, სალომე ნატროშვილი.

 

მსგავსი სიახლეები