გიორგი ოკმელაშვილს 5 წელი მიუსაჯეს
რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი ოკმელაშვილს, რომელსაც პოლიციელზე ძალადობას ედავებოდნენ, 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.
ოკმელაშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ ცირკი „შაპიტოს“ სიმღერა წაიმღერა.
მიჩვეული ვარ, რომ ჩემი გუნდელი, თანამებრძოლი, თუ თანამოაზრე დავიცვა. ამიტომაც გადავწყვიტე, ხელი შემეშალა და რაღაცნარიად ჩავრთულიყავი ამ ჯიკაობაში. როგორც პროკურორი იძახის, მე პოლიციელს მუშტი კი არა, იდაყვი ჩვარტყი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მორიგ ჯერზეც ხელის საკვრელად მივდიოდი. მეც აუცილ;ებელი მოგერიების ფარგლებში ვმოქმედებდი“, - განაცხადა ოკმელაშვილმა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სასამრთლო დარბაზში ისმოდ შეძახილები - „მონებო“ და „უსამართლო სასამართლო“.
გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.