მოშიმშილე პატიმარი სასამართლოში მალულად გადაიყვანეს-ინფორმაცია დაუმალეს ისაკო დევიძის ადვოკატსაც

03.02.25 16:02
მოშიმშილე პატიმარი სასამართლოში მალულად გადაიყვანეს-ინფორმაცია დაუმალეს ისაკო დევიძის ადვოკატსაც

მოშიმშილე პატიმარი იზოლატორიდან სასამართლოში მალულად გადაიყვანეს- სხდომის შესახებ ინფორმაცია ისაკო დევიძის ადვოკატსაც კი დაუმალეს, რის გამოც, იურისტი  პროცესზე დაგვიანებით შევიდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო ახლა მსჯელობს დააჯარიმოს, თუ 15 დღიან პატიმრობაში გაუშვას პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი , რომელიც პროტესტის ნიშნად 48 საათია  შიმშილობს.

ქუჩაში მომიწყვეს ბანდიტური ჩასაფრება და შემიპყრეს, მოვიდნენ, სამოქალაქო ფორმიანებიდ ა ჩამსვეს მანქანაში, როცა სახლს მივუახლოვდით, ვნახე, რომ სახლი გადავსებულია პოლიციით. დაკავება იყო ძალიან დალადობრივი, იყო გინება, ჩხუბი, შეხლა -შემოხლა, რაც კორპუსშიც გაგრძელდება. ვშიმშილობ დაკავების მომენტიდან, რადგანე ს დაკავება უსამართლო იყო“, - ამბობს ისაკო დევიძე.

ამ დრომდე შიმშილობს, როგორც დაიწყება სასამართლო, დავაყენბეთ შუამგდომლობას, რომ პროცესი გადაიდოს, რადგან  მას სჭირდება სწრაფი სამედიცინო მომსახურება. ისაკო დევიძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ 2-ჯერ, მერე უკანონოდ დააკავეს და დღეს, კლანის სასამართლოს უნდა, რომ დააკავოს“, - ამბობს ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე.

ოჯახის წევრების თქმით, ჩხრეკის დროს საქართველოს და ევროკავშირის დროშები და ასევე, 2000 ლარი ფულადი თანხა.

ისაკომ გააკეთა სესხი, რომ ოპერაცია გამეკეთებინა, ის თანხა აღარ დამხვდა. ასევე წაღებულია სუნამოები, ამორჩევით. მისი ჯანმრთეობისთვის არაა სასურველი, რომ შიმშილობა გააგრძელოს, შესაძლოა, ამას გართულებები მოჰყვეს. ძირითადი მოტივი, რაც ამ ხელისუფლებას ამოძრავებს არის ის, რომ დააშინოს ხალხი და შეწყდეს პროტესტი, მაგრამ ვერ ეღირსებიან“, - განაცხადა ისაკო დევიძის დედამ.

ისაკო დევიძის მსგავსად, სახლის ჩხრეკა რამდენიმე აქტივისტის სახლში ჩატარდა, რომლებიც ამბობენ, რომ ახლა რეჟიმი ცდილობს დააშინოს და ციხეში გაუშვას ყველა ის ადამიანი, ვინც საპროტესტო აქციაზე ქუჩაში გამოდიან.