პირველი ინტერვიუ 16 წლის არასრულწლოვანთან, რომელიც გომელაურის რაზმმა აქციიდან გაიტაცა და სცემა
პირველი ინტერვიუ 16 წლის არასრულწოვლანთან, რომელიც გომელაურის რაზმმა აქციიდან გაიტაცა - მეთერთმეტე კლასელი ნიკოლოზ გველუკაშვილი პოლიციელებმა ტროტუარიდან აიყვანეს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცეს.
იყო ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა - როგორც სკოლის მოსწავლე ამბობს, ის მხოლოდ ტერორის მსხვერპლი არ ყოფილა, ნიღბიანმა შავოსნებმა გაძარცვეს და ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები წაართვეს.
ოჯახმა ოთხი საათის განმავლობაში არ იცოდა, სად იყო არასრუწლოვანი ბიჭი.
წაიქცა 30-35 წლის მამაკაცი, რომელსაც ვეხმარებოდით 5 კაცი, ეს ხდებოდა ტროტუარზე, არ ვიყავით სავალ ნაწილზე, რა დროსაც, უკნიდან მწვდა პოლიცია და გადამიყვანეს 5-10 მეტრში, სადაც გდდ-ს ხალხი იყო, ნიღბიანები. ვიდრე ჩამსვამდნენ, გარეთვე ამომაცალეს ტელეფონი, როდესაც ვკითხულობდი სად იყო ცემი ტელეფონი, ამ დროს მუხლი დამარტყეს მუცელში. ამ დროს ამომაცალეს საფულე, სადაც მქონდა ნაღდი ფული. ამ შემთხვევაში უკვე წიხლებს მირტყამდნენდ ა როდესაც მანქანაში ჩამსვეს, თუ არ ვცდები, იქ ამომაცალეს დამტენი და ფოვერ ბანკი. სასწაული ცხოველობით და სადისტობით გამოირჩეოდნენ. მარშუტკაში სამი ადამიანი იყო ჩემთან ერთად და სამივე მათგანს უფრო მეტი დაზიანებები აღენიშნებოდათ. მე პირადად ტანზე მირტყამდნენ და ასევე სილებს, მათ კი მუშტებს და სახეში.
სასწაული გინებები და შეურაცხყოფები მოდიოდა. შიგნით მკითხეს ასაკი, ვუთხარი, 16 წლის მეთქი და შემომარტყა. იცოდნენ ასაკი, მეყობა ეტყობა რომ არასრულწლოვანი ვარ და ვიდრე ჩამსვამდნენ, იქიდანაც ეძახდნენ- “ბავშვია, ბავშვიაო“.
პოლიციაში ასეთი ბრძანება იყო - 10 კიდევ დავაკავოთ და წავედეითო“, - უყვება “პირველებს“ გველუკაშვილი.
16 წლის მოზარდი დღეს სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. გამოკვლევებით დადგინდა, რომ მას ტვინის შერყევა და სხეულზე დაჟეჟილობები აღენიშნება.
როგორც გამოუშვეს, სიარულზე შევატყვე, რომ ბავშვი ნაცემი იყო. იქვე ვუთხარი პოლიციელებს, რომ ეჭვი მაქვს რო ნაცემია- მეთქი. მყავდა გამოკვლევებზე, აღმოჩნდა, რომ ტვინის შერყევა აქვს, სისხლჩაქცევები აქვს ფეხზე, მუცლის ღრუშიც. ექოსკოპია გადავუღეთ, ხვალ წარვადგენთ დოკუმენტაციას შესაბამის უწყებებში. აქამდე თუ არ დავდიოდი აქციებზე, ამის შემდეგ ემც ვივლი, ეს გამოიწვია, თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეგვაშინებენ, ეს არ მოხდება“, - ამბობს არასრულწოვანის დედა.