სოფო ჯაფარიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
“ვერც ჯარიმებით, ვერც ყოველდღე სასამართლოში დაბარებით ვერ დაგვაშინებენ, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის” - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ეს ყველაფერი არის ცირკი და ამით ცდილობენ, უკან დაახევინონ, თუმცა “ვერ ეღირსებიან“.
“ჩვენ ეს ადამიანები ძალიან მალე უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც არის მათი ადგილი“, - აღნიშნა მან.
ეს ყველაფერი არის ცირკი, მათ სურთ, რომ ამ სიგიჟეებით ერთი ნაბიჯით მაინც უკან დაგვახევინონ, მაგრამ ვერასოდეს ისინი ამას ვერ ეღირსებიან. მე არ მინდა დღეს ჩემს ადმინისტრაციულ ჯარიმაზე საუბარი. პარალელურად მიმდინარეობდა გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო, მიუსაჯეს ხუთი წელი, რაც წარმოუდგენელია. ერთადერთი, რაც მაქვს სათქმელი ეს არის - თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს და ცეცხლი ოლიგარქიას! ჩვენ ეს ადამიანები ძალიან მალე უნდა გავისტუმროთ იქ, სადაც არის მათი ადგილი, ეს ვთქვი სასამართლო პროცესზეც და ვამბობ ახლაც, რომ მათი ადგილი არის მათ მიერ ნაქებ პუტინთან და ძალიან მალე, ერთობლივად მათ ჩვენ გავისტუმრებთ იქ. არ გვეშინია მათი ჯარიმების, ეს ჩვენ უკან ვერ დაგვხვევს, უნდა ვიდგეთ ყოველდღე გარეთ და გავაპროტესტოთ ის უსამართლობა, რაც დღეს ხდება. ყოველდღე დამაჯარიმებენ? დამაჯარიმონ! დამაკავებენ? ჩემთვის მხოლოდ პატივია ვიდგე იმ პატრიოტი ადამიანების გვერდით, რომლებიც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და მხოლოდ იმისთვის სხედან ციხეში, რომ მათ უყვართ საკუთარი ქვეყანა.” - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.
სოფო ჯაფარიძე 17 ნოემბერს, ვარაზისხევის მომდებარედ, გზის სავალი ნაწილის იმ დროს გადაკეტვას ედავებოდნენ, როცა ამისთვის საკმარისი ოდენობით ხალხი არ იყო.