წამების მსხვერპლი მომიტინგეები კლინიკებში რჩებიან - რას აკეთებს ომბუდსმენი?

03.02.25 17:46
წამების მსხვერპლი მომიტინგეები კლინიკებში რჩებიან - რას აკეთებს ომბუდსმენი?

 

 

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს ჟურნალისტებზე და მოქალაქეებზე თავდასხმის ფაქტები და ყველაფრის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. 

ომბუდსმენი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს მედიაზე თავდასხმის ფაქტების სიმრავლეს და აღნიშნავს, რომ “შემაშფოთებელია, როდესაც მედიის წარმოამდგენლების მიმართ ხდება ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა“.

“კიდევ ერთელ მოვუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ყველა ფაქტი გამოიძიოს დროულად და პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, ვინც ეს ჩაიდინა“, - ამბობს იოსელიანი.

ყველა შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მიმართული სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის, სადაც დაიდენტიფიცირებულია პოლიციელის მიერ არასათანადო მოპყრობა, მოქალაქებიის მიმართ. ეს არის პირველ რიგში, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მერე ვახდენთ ამ საქმეების მონიტორინგს. ნებისმიერი პოლიციელი, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს მას, იქ არის იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქის უსაფრთხოება. პოლიციელი, რომელიც არა თუ იცავს, არამედ საფრთხეს უქმნის მოქალაქეს ამისთვის გვაქვს კანონმდებლობა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რათა ამ ყველაფერს გასცეს პასუხი და ამ ყველაფრის მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები. 

ჩვენ გუშინვე გავავრცელეთ განცხადება, სადაც აღვნიშნეთ, უშუალოდ “ტვ პირველის“ მიმართ მომხდარი ფაქტის შესახებ, განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც მედიის წარმოამდგენლების მიმართ ხდება ძალადობა და მათ არ ეძლევათ საშუალება უსაფრთხო გარემოში განახორციელონ საქმიანობა, ამას ყოველთვის ვუსვამ ხაზს.

კიდევ ერთელ მოვუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიცაა მედიაზე განხორციელებული არსათანადო ფაქტების გამოძება, ყველა ფაქტი გამოიძიოს დროულად და პასუხისგებაში მისცეს ყველა პირი, ვინც ეს ჩაიდინა“, - განაცხადა იოსელიანმა.

მსგავსი სიახლეები