მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მარიამ სიჭინავა 2 000 ლარით დააჯარიმა - გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი აბშილავამ გამოაცხადა.
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრს პოლიციელისთვის და ასევე საპატრულო კამერისთვის ლაზერის მინათებას ედავებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში, სიჭინავას ჯარიმების საერთო რაოდენობამ 26 000 ლარს მიაღწია.
ფოტო არქივიდან.