მძიმე გზა ნიღბიანების კორიდორიდან წამების მანქანამდე - სასტიკად ნაცემი მომიტინგეების გამაოგნებელი ჩვენებები
ახალგაზრდა, რომელიც გასულ ღამეს ყველაზე სასტიკი მეთოდებით გდდ-ს შეფის თვალწინ სცემეს, გედევან კუპრავაა. "ტვ პირველმა" კუპრავაზე სასტიკი ანგარიშსწორების ამსახველი ყველა კადრი შეკრიბა, რითაც მისი ძალადობრივად დაკავების სრული სურათი შეიქმნა.
მოვლენების ქრონოლოგია ასეთია - გედევან კუპრავას შავნიღბიანების ჯგუფი აკავებს, მიყავთ "ხარებასთან" მყოფ კორდონში, შემდეგ კი წამების მანქანად ქცეულ დაკავების ფურგონში ათავსებენ. მთელი ამ დროის მანძილზე თავში მუშტებს ურტყამენ და აგინებენ.
ვინ ხელმძღვანელობდა წამებას და ხალხის ცემას თბილისის მოლთან? "შაბათის" გუნდის ექსკლუზიური კადრების გაშიფვრის შემდეგ გაირკვა, რომ ეს იოსებ მარგველაშვილია. "ხარებას" მარჯვენა ხელი, რომელმაც ახალგაზრდებს სისხლიანი ნოემბერი მოუწყო, გაშიფვრის შემდეგ კი გამომძიებელ ჟურნალისტებს საკუთარი სახლის აივანზე დაემალა და ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებდა. მარგველაშვილი გასულ ღამეს აქციაზე უშუალოდ წამების მანქანების ტერიტორიას აკონტროლებდა.
გომელაურის რაზმის სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა სანდრო აბესაძეც. "პირველებთან" ინტერვიუში აქციის მონაწილე ყვება, რომ ძალადობრივად წაქცეულს გდდ-ს თანამშრომლები სახეზე ფეხებით შედგნენ, რა დროსაც გონება დაკარგა და იზოლატორის ნაცვლად საავადმყოფოში აღმოჩნდა.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.