"სახეში მუშტი დამარტყა და მითხრა, რომ მოგტ**ავ მუ**იდანაც ასე წამოგივა სისხლიო" - მოქალაქე შსს-ს თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებს

03.02.25 19:45
"სახეში მუშტი დამარტყა და მითხრა, რომ მოგტ**ავ მუ**იდანაც ასე წამოგივა სისხლიო" - მოქალაქე შსს-ს თანამშრომელს ძალადობაში ადანაშაულებს

2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" გამართული საპროტესტო აქციის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ძალადობაში ღიად ამხელს - სალომე კამლაძე-მიხაილიჩენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ "ერთმა არაკაცმა სახეში მუშტი დაარტყა და ტუჩიდან სისხლი წასკდა". 

თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქე იმასაც აღნიშნავს, რომ თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გომელაურის უწყების წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. 

ესენი არ იყვნენ ადამიანები, დაკომპლექსებული ჯოგი იყო, გახრწნილი, გათახსირებული მანიაკები. @ლეს მოწოვ? აქ 100 ლარს რომ იღებ, წამოდი და 101 ლარად მე მოგ@@ნავ. ყველა დირკაში გიხმარ. ამას დედაც მაგარი სატ@@ავი ეყოლება.

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიტყვებისა, რასაც გზადაგზა მეუბნებოდნენ ეს მანიაკები. მერე მოგვცვივდნენ, ხელს გვკრავდნენ, გვაგინებდნენ. ვერ მოვითმინე და მხოლოდ ორი სიტყვა - არ გრცხვენიათთქო? - ვუთხარი და ერთმა არაკაცმა მუშტი დამარტყა სახეში, ტუჩიდან სისხლი წამომივიდა და ის არაადამიანი მეუბნება, რომ მოგტ@@ავ მუ@@იდანაც მასე წამოგივა სისხლიო.

ვფიქრობ, ამხელა ზიზღი ვინ ჩაუნერგა, რა უყვეს ამ ადამიანებს, ასე როგორ დაამახინჯეს." - წერს მოქალაქე. 

მსგავსი სიახლეები