"თავისუფლება მამუკა კომახიასა და ნიკოლოზ კუტუბიძეს" - თსუ-სთან სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან

03.02.25 19:56
"თავისუფლება მამუკა კომახიასა და ნიკოლოზ კუტუბიძეს" - თსუ-სთან სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან

უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ამ წუთებში  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები იკრიბებიან.

პროტესტის ავანგარდში მოქცეული ადამიანები სოლიდარობას უცხადებენ მათი უნივერსიტეტის ლექტორს, მამუკა კომახიასა და სტუდენტს ნიკოლოზ კუტუბიძეს, რომლებიც გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

დემონსტრანტები, რომლებიც სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ, მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ, სადაც ტრადიციულ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი აგრძელებს კონსოლიდაციას. ის ცდილობს ყველანაირი თავისუფალი აზრის ჩახშობას და ეს მცდელობა უკვე გაგრძელდა აკადემიურ სივრცეზე, როგორც მანამდე არასამთავრობო სექტორზე და სხვა სფეროებზე. ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს კოლეგას და ასევე ჩვენს სტუდენტს, რომლებიც უსამართლოდ დააკავეს იმისთვის, რომ თავისუფლად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს და უჭერდნენ საქართველოს ნათელ მომავალს მხარს'', - ამბობს აქციის მონაწილე.

მსგავსი სიახლეები