8 თებერვალს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე მოქალაქეები აღმაშენებლის ხეივანს გადაკეტავენ
8 თებერვალს, 15:00 საათიდან 22:00 საათამდე ევროპული მომავლის მცველები აღმაშენებლის ხეივანს გადაკეტავენ.
საპროტესტო აქციის მეშვეობით, რომელიც ცოტახნის წინ დაანონსდა, თავისუფლებისთვის მებრძოლი მოქალაქეები ივანიშვილის რეჟიმის კრიტიკულ ხმას კვლავ გააგონებენ და ეტყვიან, რომ მიუხედავად სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა, დანებებას არ აპირებენ.