"თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს" - თსუ-სთან შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობას მართავენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ - პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები მათი უნივერსიტეტის ლექტორის, მამუკა კომახიასა და სტუდენტ ნიკოლოზ კუტუბიძის გათავისუფლებას ითხოვენ.
"უსამართლო სასამართლო - ხალხის ძალის გეშინოდეს"; "არ იქნება სამართალი - არ იქნება მშვიდობა"; "ცეცხლი ოლიგარქიას" - სკანდირებენ მოქალაქეები, რომლებიც სინდისის ყველა პატიმარს სოლიდარობას უცხადებენ და "ქართული ოცნებისგან" მათთვის ციხის კარის გაღებას ითხოვენ.
თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს ადგილზე ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.