ქუჩაში დაწყებული რეპრესიების სასამართლო დარბაზებში გრძელდება - გიორგი ოკმელაშვილი სამაგალითოდ დასაჯეს

03.02.25 20:46
ქუჩაში დაწყებული რეპრესიების სასამართლო დარბაზებში გრძელდება - გიორგი ოკმელაშვილი სამაგალითოდ დასაჯეს

აგენტების კანონის მოწინააღმდეგე, რომელსაც სისტემა პოლიციელზე ძალადობას ედავებოდა,  მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიან პატიმრობაში გაუშვა. გიორგი ოკმელაშვილი სისტემის კიდევ ერთი პატიმარია, რომელსაც რეჟიმმა მოძალადე პოლიციელების ძალადობის მოგერიება არ აპატია.

სინდისის პატიმარი ცდილობდა კლანის მოსამართლისთვის აეხსნა, რომ გომელაურის რაზმის თანამშრომლების ძალადობას სხვანაირად ვერ უპასუხებდა და იძულებული იყო თავი  დაეცვა. 

სინდისის პატიმრის 5 წლით ციხეში გაშვებამ საქალაქო სასამართლოს დარბაზები პროტესტის ეპიცენტრად აქცია. მოქალაქეებმა კლანის მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მონა მოსამართლე უწოდეს.

აქამდე გელაშვილმა არასაპატიმრო საქმეები განიხილა, რაც აჩენს ეჭვს, რომ პროცესი ხელოვნურად გააჭიანურეს და  სალომე ზურაბიშვილს მისი  შეწყალების უფლება არ მისცეს. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.