თვითმკვლელობამდე მიყვანილი ხალხი - ოკუპირებული აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ადამიანები "ოცნების" გულგრილობას აპროტესტებენ
44 წლის ზამირ კვეკვესკირის სიკვდილის შემდეგ, ქვეყანაში პროტესტის ახალმა ტალღამ იფეთქა. ხალხი დღეს ჯანდაცვის სამინისტროსთან ხელისუფლების უსამართლო პოლიტიკას აპროტესტებდა. ზამირ კვეკვესკირს, რომელიც აფხაზეთიდან დევნილია, 30 წელი ხელისუფლებამ არც სახლი მისცა და არც დაეხმარა. ბოლოს მან პროტესტის ნიშნად დევნილთა სააგენტოსთან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიყავს - ამბობდნენ აქციაზე შეკრებილები. უკვე წლებია არაერთი დევნილი საჯაროდ ამბობს, რომ ბინის მისაღებად კორუფციულ გარიგებაში შესვლაა საჭირო. ხალხი, რომელსაც რუსმა ოკუპანტებმა სახლ-კარი წაართვა, სახელმწიფო ამ დრომდე არ აძლევს კუთვნილ თავშესაფარს.
ერთი კაცის ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი სისტემა გააშიშვლა. ზამირ კვეკვესკირი წლებია სახელმწიფოს ღირსეულ საცხოვრებელ ფართს სთხოვს, თუმცა დევნილების ხმა ოლიგარქის რეჟიმს არ ესმის. დევნილების დასახლებაში ახლა გლოვაა. კვეკვესკირი თემქაზე, გამგეობის ყოფილ შენობაში, 18 კვადრატულში ცხოვრობდა და უმძიმესი პირობების შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს არაერთხელ შეატყობინა, თუმცა სარჯველაძე რეაგირებაზე მას შემდეგ გადავიდა, რაც უმძიმესი შედეგი დადგა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.