პროტესტის 68-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
საქართველოში პროტესტის 68-ე დღეა - თბილისში, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა.
საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს ცოტახნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შეკრებილი ლექტორები და სტუდენტები შეუერთდნენ.
მოქალაქეების მოთხოვნები უცვლელია დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალქეები.
"საქართველოს ადგილი ევროპაშია"; "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - სკანდირებენ პროტესტის რეჟიმში გადასული ადამიანები, რომლებმაც ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შეასრულეს.