გუშინ მოქალაქე პირადად ცემა და ხალხს რუპორით აგინა - დღეს "ხარება" მონასტერში დააფიქსირეს

03.02.25 22:10
გუშინ მოქალაქე პირადად ცემა და ხალხს რუპორით აგინა - დღეს "ხარება" მონასტერში დააფიქსირეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი, რომელიც 2 თებერვალს, საპროტესტო აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდა და ხალხს რუპორით აგინებდა, დღეს მონასტერში დააფიქსირეს. 

განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული "ხარება" რუის-ურბნისის ეპარქიაში, დედა მართას სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს ვახო გომელაურთან ერთად ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ფაქტის ამსახველი ფოტოები თავად რუის-ურბნისის ეპარქიამ გაავრცელა, მოგვიანებით კი წაშალა.

ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.  

მსგავსი სიახლეები