"აქ მოძალადე რუსი მილიციაა" - თათია ნიკოლაიშვილმა გურიის პოლიციის დეპარტამენტთან ბანერი გაშალა
"აქ მოძალადე რუსი მილიციაა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტი გაშალა საკრებულოს დეპუტატმა, თათია ნიკოლაიშვილმა გურიის პოლიციის დეპარტამენტთან.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, ოლიგარქმა ივანიშვილმა საკუთარი კეთილდღეობის მიზნით პოლიცია, კანონო და სამართალი გააუქმა.
პოლიცია გაუქმებულია… არც კანონი, არც სამართალი აღარ არსებობს, აი ასე უბრალოდ გააუქმა ივანიშვილმა - დასანქცირებულ, კანონგარეშე მილიციელაბად აქციეს ეს ხალხი, აღარც ღირსება, აღარც კაცობა - ბავშვი, ქალი, მოხუცი … სულ ერთია მათთვის, ბრძანების შესასრულებლად შეუძლიათ ზედ გადაუარონ ყველას და საკუთარი ინიციატივითაც დაუმატონ კიდევ - აცხადებს ნიკოლაშვილი.