"რეჟიმს აღარ დარჩა სხვა სასაუბრო ტონი და ენა გარდა ძალადობისა" - დავით სიმონია
"რეჟიმს აღარ დარჩა სხვა სასაუბრო ტონი და ენა გარდა ძალადობისა" - ამის შესახებ დავით სიმონიამ "ტვ პირველის" ეთერში, 2 თებერვალს განვითარებული მოვლენების საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, "თბილისი მოლთან" მობილიზებული საპოლიციო ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკად ცემა გასაკვირი არ არის, რადგან რეჟიმი ახლა თვითგადარჩენაზეა გადასული.
რეჟიმს აღარ დარჩა სხვა სასაუბრო ტონი და ენა საკუთარ ხალხთან გარდა ძალისა და ძალადობისა. ესე ემართება ყველა დიქტატურისკენ მიდრეკილ რეჟიმს და ეს არ ყოფილა დიდი სიურპრიზი. გუშინ ორი რამ დავინახე, რამაც გამამხნევა. ეს იყო ახალგაზრდა პოლიციელი ბიჭები, რომლებიც არ იყვნენ კარგ დღეში და მათ ეს ეტყობოდათ. ძალიან გული მტკივა მათ გამო.
მე დიდად არ მომწონს ეს გინება მათი მისამართით, თუმცა მესმის რატომაც ხდება ეს. არ მინდა გამოვიდეს, რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ. გუშინ რომ დავინახე ამათი შიში, ცახცახი და ერთგვარი რეაქცია, რაღაც პატარა იმედი მომეცა, რომ რახან მათთაც ეშინიათ და თავს კარგად არ გრძნობენ, ესე იგი მათშიც ჯერ კიდევ რაღაც ცოცხლობს. მეორე იყო, რომ ერთი ხალხის ნაწილი იყო თბილისი მოლთან გზის გადასაკეტად და მეორე ხალხის ნაწილი იყო, რომ დაეცვა ის ადამიანები, რომელიც გზის გადაკეტვას ცდილობდნენ'', - ამბობს დავით სიმონია.
ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.