ირინა სარიშვილი: ლუკასთვის მეორე დაჭერაა იმავე მუხლით - სავარაუდოა, რომ ჯარიმა პატიმრობით შეიცვალოს
გაუშვებენ თუ არა 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" დაკავებულ ლუკა სარიშვილს პატიმრობაში? - ირინა სარიშვილი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მისი ვაჟი ამავე მუხლით უკვე ხელმეორედ დააკავეს, რაც იმის ვარაუდის საშუალებას იძლევა, რომ შესაძლოა ახალგაზრდა ჯარიმის ნაცვლად ციხეში გამოკეტონ.
პოლიტიკოსის ცნობითვე, იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმი ახალგაზრდის დატუსაღებას გეგმავს, მაშინ სასამართლო პროცესი ხვალ, 4 თებერვალსვე უნდა ჩატარდეს - "ხვალ გადაწყდება ყველაფერი".
ზაჰესში ჰყავთ. მიკროვატობუსებსი ჰყავდათ მანამდე დაკავებულები, სადაც ფიზიკურად უსწორდბებოდნენ. ექიმმა მოინახულა და აღრიცხა დაზიანებები. ყველამ უნდა გავუძლოთ ამას, რათა ფინიშამდე მივიდეთ, ბანდა აღარ იყოს ხელისუფლებაში. როგორც დღეს ხელისუფლება იქცევა, მომაკვდავი ურჩხულის კუდის მოქნევაა.
ზაჰესის იზოლატორში ჰყავთ ახლა. შეიყვანეს დილის 5 საათზე, მანამდე დაკავებულები ჰყავდათ მიკროავტობუსებში, სადაც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, როგორც ჩანს. ექიმმა, რომელიც დილით ლუკასთან იყო შესული, აღნიშნა სხეულის დაზიანებები. ისეთ დაზიანებები არ არის, რომ გადაეყვანათ საავადმყოფოში. მითხრეს, რომ მშვიდად უნდა ვიყო, რადგან არ მოუტეხია არაფერი და არ აქვს ჰემატომები. ასეთ დროში ვცხოვრობთ, რომ უნდა მიხაროდეს, რომ ჩემს შვილს არაფერი არ მოტყდა... პოლიცია და ყველა ადგილი, სადაც სამართალი შეიძლება იპოვოს ადამიანმა, არის მკვდარზე გვირგვინი.
ლუკასთვის ეს არის მეორე დაჭერა იმავე მუხლით. ანუ, სავარაუდოდ, შეიძლება შეიცალოს პატიმრობით და არ იყოს ჯარიმა. მაგრამ თუ პატიმრობით შეცვლას აპირებენ, მაშინ სასამართლო უნდა ჩაატარონ ხვალ. მოკლედ, ხვალ გადაწყდება ყველაფერი", - ამბობს ირინა სარიშვილი.
ცნობისთვის, 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.