"ინფო რუსთავი": რუსთავში ბუნებრივმა აირმა გაჟონა - დაღუპულია 2 ადამიანი

04.02.25 00:26
"ინფო რუსთავი": რუსთავში ბუნებრივმა აირმა გაჟონა - დაღუპულია 2 ადამიანი

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე ბუნებრივმა აირმა გაჟონა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 4 კი მოიწამლა. 

მათივე ცნობით, დაღუპულთა შორის დედა-შვილი, ხოლო დაშავებულთა შორის სამი არასრულწლოვანია. 

ოთხივე მათგანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი სიახლეები