უილსონი: "ივანიშვილის რეჟიმის მიერ აშშ-ისა და საელჩოს მიმართ მუქარას არ მოითმენენ, ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან"

04.02.25 00:29
უილსონი: "ივანიშვილის რეჟიმის მიერ აშშ-ისა და საელჩოს მიმართ მუქარას არ მოითმენენ, ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან"

ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი მამუკა მდინარაძეს პასუხობს - დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ამერიკა აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარასა და ტყუილს არ მოითმენს.

"ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ყველაფერს გამოასწორებს" - აღნიშნავს ჯო უილსონი. 

ივანიშვილის რეჟიმის მიერ შეერთებული შტატებისა და აშშ-ის საელჩოს მიმართ მუქარასა და ტყუილს არ მოითმენენ. ანტიამერიკელი ავაზაკები სანქციების რისკის ქვეშ არიან. ტრამპი ყველაფერს გამოასწორებს'', - წერს ჯო იულსონი. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 3 თებერვალს განაცხადა, რომ "თავად აშშ-ის ლიდერები და პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. USAID-ის და NED-ის არაერთი ათეული მილიონი ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფასა და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები და მავნებლობები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში".

მსგავსი სიახლეები