ბრალდებულმა 6 500 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა გაასაღა - დაკავებულია ერთი პირი

04.02.25 09:59
ბრალდებულმა 6 500 დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა გაასაღა - დაკავებულია ერთი პირი

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირია დააკავებული - 6 500 დოლარის ოდენობის ფალსიფიცირებული კუპიურები, ბრალდებულმა, საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შიდა ქართლში გაასაღა. დაკავებულს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა ჯამში 6 500 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი 41 ცალი 100-დოლარიანი და 48 ცალი 50-დოლარიანი კუპიურა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სრულად იქნა ამოღებული" - აცხადებს საგამოძიებო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები