ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის რაზმმა დაკავებები დაიწყო

04.02.25 11:37
ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის რაზმმა დაკავებები დაიწყო

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტთან - "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის რაზმმა დაკავებები დაიწყო.

დაკავებულია რამდენიმე პირი, რომელთა შორის, სავარაუდოდ, მედიის წარმომადგენელიც არის. 

როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, გდდ-ს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას.

ტროტუარიდან ყრიან ხალხს, ტროტუარზე გვიშლიან დგომას", - ამბობს აქციაზე მყოფი მერაბ მეტრეველი.  

პრადო მოდიოდა დავინახეთ, რაციიდან ხმა გავიგეთ, რომ თქვეს - 5 კაცი ტრანსპარანტებიანი ამოარჩიეთ და დაიჭირეთო და ეგრევე ორი ბიჭი გაიტაცეს, შეიძლება მეტიც არის დაჭერილი"- ამბობს გიორგი იემდაშვილი. 

ფოტო: ipn

 

მსგავსი სიახლეები