გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა „პუბლიკის" ჟურნალისტზე იძალადეს (ვიდეო)
გომელაურის რაზმის თანამშრომლებმა „პუბლიკის" ჟურნალისტზე, ნათია ლევერაშვილზე იძალადეს - გამოცემის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ ურტყამენს ხელს მას ე.წ. სამართალდამცველები და როგროც ქაჩავენ თმაზე.
პოლიციელებმა ასევე იძალადეს ადგილზე მყოფ სხვა ჟურნალისტებზე.
"პარლამენტთან, სადაც რამდენიმე ათეული ჟურნალისტი ვაპროტესტებთ მზია ამაღლობელის პატიმრობას, მოულოდნელად თავს დაგვესხა პოლიციის ნიღბიანთა რაზმი, ურტყეს ყველას ვისაც მისწვდნენ, დაარტყეს ჩვენს რეპორტიორს ნათია ლევერაშვილსაც" - წერს სოციალურ ქსელში გამოცემა "პუბლიკას" რედაქტორი ზურა ვარდიაშვილი.
ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან ფიზიკური დაპირისპირება იყო - "პირველების" ინფორმაციით, გომელაურის რაზმმა რამდენიმე ადამიანი დააკავა.
როგორც "ტვ პირველის" კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება, გდდ-ს თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას.