„IDS ბორჯომი“ "ბაკურიანის" წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

04.02.25 14:54
„IDS ბორჯომი“ "ბაკურიანის" წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ განცხადებას ავრცელებს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან დალეული სითხით მოხდა მცირეწლოვანი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია - ფაქტს კომპანია IDS ბორჯომი საქართველო საგანგებო განცხადებით პასუხობს. 

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში ნიმუშები, სადაც მოხდა პროდუქტის შეძენა და დარღვევა არ გამოვლენილა.

გაცნობებთ, რომ კომპანიის მხრიდან მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა კონკრეტულ მაღაზიაში (სადაც ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით მოხდა პროდუქტის შეძენა) ნიმუშები და დარღვევა არ გამოვლენილა.  

პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა.  

ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას"- წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები