ხმაური პარლამენტთან - პოლიციის სამიზნე სტუდენტები გახდნენ
ხმაური პარლამენტთან - ჟურნალისტების შემდეგ პოლიციის სამიზნე სტუდენტები გახდნენ. "ცეცხლი ოლიგარქიას!" - სწორედ ამ შეძახილებმა გამოიწვია სამართალდამცველების გაღიზიანება. ისინი ადგილზე შეკრებილ ახალგაზრდებთან მივიდნენ და უთხრეს, რომ თუ გინებას და საპროტესტო შეძახილებს არ შეწყვეტდნენ, ადმინისტრაციული წესით დააკავებდნენ.
გინებასთან დაკავშირებით იყო, რომ თუ კიდევ ერთხელ შევიგინებოდით, დაგვაკავებდნენ. ოლიგარქიას ვაგინებდით და არ შეიძლება, - ამბობენ ახალგაზრდები.
სტუდენტები და მედიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა რეაგირება მოახდინა პოლიციამ მაშინ, როდესაც ხარება მოქალაქეებს რუპორიდან აგინებდა. ე.წ. სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ ხარაზიშვლი ღირსეული ადამიანია და მას არავისთვის უგინებია და არც არავისზე უძალადია.
ხარებამ რომ შეგვაგინა, რა გააკეთეთ? იმოქმედეთ? კანონს რატომ არ იცავთ? რუპორით რომ გვაგინებს, ეგ არის მაგის ღირსება? პრეზიდენტი რომ იგინება პარლამენტში, მაშინ არ არის ცენზურა ქვეყანაში? - ეკითხებოდნენ ახალგაზრდები პოლიციას.