"ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები"- როთი კაია კალასს

04.02.25 15:46
"ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები"- როთი კაია კალასს

"ჩადით საქართველოში, მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები" - ამ სიტყვებით მიმართავს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  მიხაელ როთი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს.

"გმადლობთ, ძვირფასო კაია კალას, მაგრამ სიტყვები საკმარისი არ არის. ჩადით საქართველოში! გაამხნევეთ ის ადამიანები, რომლებიც ევროპული ღირებულებებისთვის თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ. ბოლოს და ბოლოს მოითხოვეთ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. იმოქმედეთ ყველა იმ პირის წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობასა და ჩაგვრაზე, დემოკრატიის განადგურებაზე!"- წერს გერმანელი პოლიტიკოსი, მიხაელ როთი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ კაია კალასი თბილისში, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და "ბრუტალური ძალადობის ფაქტები" დაგმო.

მსგავსი სიახლეები