სასამართლომ უჩა აბაშიძეს 5 წლით, ხოლო მის ცოლს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ მიიღო.
4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა მის მეუღლე მარიამ იაშვილს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.