სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ "ტვ პირველის" ჟურნალისტი, გიორგი დარჯანია ეროსი მანჯგალაძის პრემიით დააჯილდოვა
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ყოველწლიური სახელობითი პრემიების მფლობელები დაასახელა. ლაურეატთა შორის არის ტელეკომპანია პირველის „კოკა კოლას სპორტული ამბების“ ავტორი გიორგი დარჯანიაც.
მიხეილ კაკაბაძის პრემია - კობა ინასარიძეს და მამუკა კვარაცხელიას, სპორტულ ჟურნალისტიკაში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის;
ნოდარ გუგუშვილის პრემია - არჩილ გოგელიას, სპორტულ პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის;
კოტე მახარაძის პრემია - საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ კომენტატორს გიორგი თვალაბეიშვილს;
ეროსი მანჯგალაძის პრემია - ტელეკომპანია პირველის სპორტული გადაცემის წამყვანს გიორგი დარჯანიას;
ზაალ გიგინეიშვილის პრემია - მიხეილ დუმბაძესა და სპორტული პორტალის europop-ის გუნდს;
გურამ თიკანაძის პრემია - ხატია ჯიჯეიშვილს, ევროპის ჩემპიონატზე და ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებული მუშაობისთვის.
გიგა გვენცაძე, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი: „ვფიქრობ ღირსეული ლაურეატები გვყავს. სასიამოვნოა, რომ სპორტულ ჟურნალსტთა ასოციაციის აღმასკომზე თითქმის ყველა გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული.“
გიორგი დარჯანია, ტვ პირველის სპორტული გადაცემის ავტორი: „მადლობა კოლეგებს. უდიდესი პატივია იმ პრემიის მიღება, რომელიც ეროსი მანჯგალაძის სახელს ატარებს. ასევე მადლობა ყველას, ვისი მხარდაჭერითაც შესაძლებლობა მომეცა ტვ პირველზე „კოკა კოლას სპორტული ამბები“ მეკეთებინა.
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის აღმასკომმა 2024 წლის საუკეთესო ფედერაციად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია სცნო, ყველაზე პროგრესირებად ფედერაციად კი ხელბურთის ფედერაცია მიიჩნია.
ლაურეატების დაჯილდოება 2025 წლის 2 ივლისს, სპორტული ჟურნალისტიკის საერთაშორისო დღეს გაიმართება.