ვასილ ივანოვ ჩიქოვანს, რომელმაც საზმაუს ხელმძღვანელობა ამხილა, 2 პროდუსერი ბოიკოტს უცხადებს

04.02.25 17:51
ვასილ ივანოვ ჩიქოვანს, რომელმაც საზმაუს ხელმძღვანელობა ამხილა, 2 პროდუსერი ბოიკოტს უცხადებს

ვასილ ივანოვ ჩიქოვანს, რომელმაც საზმაუს ხელმძღვანელობა ამხილა, 2 პროდუსერი ბოიკოტს უცხადებს.

დღეს, საბჭოს სხდომაზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის 18:00 საათიანი „მოამბის“ პროდიუსერმა, მაია ჭუჭულაშვილმა განაცხადა, რომ უარი თქვა პოზიციაზე მუშაობის გაგრძელებაზე.

„მე ვარ მაია ჭუჭულაშვილი, 6-საათიანი „მოამბის“ პროდიუსერი, რომლის წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი. მე ჩემი გადაწყვეტილებით, ხუთშაბათის ბორდის სხდომის შემდეგ, თავად ვთქვი უარი, რომ ვიყო ამ გამოშვების პროდიუსერი, რომლსი წამყვანიც არის ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი", - განაცხადა უჭულაშვილმა.

ასევე 12-საათიანი და15:00-საათიანი „მოამბის“ პროდუსერი თამუნა კენკიშვილი ამბობს, რომ ისიც უარს აცხადებს იყოს 18:00 საათიანი გამოშვების პროდუსერი. ეს გამოშვება ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს მიჰყავს.

კენკიშვილი ამბობს, რომ ხშირად უმუშავია ჩიქოვანთანაც ერთად და მიზეზი, რის გამოც ახლა უარს ამბობს, ისაა, რომ ეჭი ეპარება წამყვანის გულწრფელობაში.

  • „ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკი ვერ პასუხობს მისი სარედაქციო პოლიტიკით საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს. ვიმეორებ გავლენა არსებობს, ეს გავლენა არის ვასილ მაღლაფერიძე და ამ პოზიციას არ შევიცვლი“, – თქვა ჩიქოვანმა 30 იანვარს.
  • ვასილ-ივანოვ ჩიქოვანი ის წამყვანია, რომელიც ეთერიდან ღიად უცხადებს მხარდაჭერას „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და ითხოვს მის გათავისუფლებას.

საზმაუს საბჭოს სხდომა სამ საათზე მეტია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები