თითქმის, ერთი საათი გავიდა და არ გვეძლევა საშუალება ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს შევხვდეთ - ირაკლი ჩომახაშვილი
ყველა ადვოკატი ვდილობთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულებას, ვინაიდან ოფიციალურად გამოწერილია დაცვის ორდერი, თუმცა საგამოძიებოსგან პასუხი არ არის, - ამის შესახებ „თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციაზე დაკავებული, დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატმა, ირაკლი ჩომახაშვილმა განაცხადა.
ადვოკატი აცხადებს, მათ უკვე დააფიქსირეს როგორც სახალხო დამცველის აპრატში, ასევე გენინსპექციაში, რომ მათ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულების შესაძლებლობა არ აქვთ.
თითქმის, ერთი საათი გავიდა და ჩვენ კიდევ არ გვეძლევა საშუალება შევხვდეთ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს, ეს დაფიქსირებულია, მათ შორის სახალხო დამცველთან, ასევე გენინსპექციაში, თუმცა პასუხის არ არის.
რაც შეეხება მუხლს- ჩვენთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ერთ დღეში ამოქმედდეს ისეთი მზღუდავი ნორმა, რომელიც მთელი მოსახლოების მიამრთ იქნება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შემძენი. პრობლემა არის ის, რომ წინა დღეს ამოქმედებენ ისეთ მუხლებს, რომელიც მეორე დღეს ხდება მზღუდავი. ჯერჯერობით, გაურკვეველია რა მტკიცებულებები არსებობს, ვინაიდან, კომუნიკაციას ვერ ვახდენთ. ამ ეტაპზე სხვა ინფორმაცია არ გვაქვს, ერთადერთი, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის დაცვის უფლების დარღვევა“, - განაცხადა ჩომახაშვილმა.
მისივე თქმით, ისინი ყველა მტკიცებულებას მოიპოვებენ, ყველა მოწმეს გამოკითხავენ და ყველა ვიდეოს წარადგენენ.
ჩვენ შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლიანი სასამართლო იყოს ამ ქვეყანაში და უდანაშაულო ადამიანები არ ისჯებდონენ“, - აღნიშნა მან.
ქვეყნაში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - რეჟიმმა აქციაზე დაკავებულ 8 პირს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირა და 4 წლით ციხეში გაშვებას უპირებს.
აღნიშნულის შესახებ გომელაურის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.
8 პირს შორის არია გიგი უგულავა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი არიან, რომლებიც ამ წუთებში, დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო ივანიშვილის რეჟიმმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა:
- დიმიტრი ბიძინაშვილი
- გიგი უგულავა
- ირაკლი წიგნაძე
- ირაკლი ტაბლაძე
- ნიკოლოზ კუპატაძე
- ვასილ ელიავა
- ნიკოლოზ ქუმსიშვილი
- ალექსანდრე გოგოლაძე