ამ ბრალდების წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მომავალში ხალხი დაშინდეს - ბექა ბასილაია

04.02.25 18:40
ამ ბრალდების წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ მომავალში ხალხი დაშინდეს - ბექა ბასილაია

გიგი უგულავას ადვოკატი, ბექა ბასილაია მიიჩნევს, რომ მუხლის გამოყენება, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს წარუდგინეს, არაკონსტიტუციურია.

მისი თქმით, “ამ ბრალდების წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ მომავალში ხალხი დაშინდეს და ამ პროტესტს ფრთები შეეკვეცოს“.

ეს მუხლი, თავისი შემადგენლობით არაკონსტიტუციურია, ვადებთან დაკავშირებით, მისი ამოქმედება, გზის გადაკეტვის გამო, სრულიად არასწორია, რაც ყველაზე მთავარია, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, რომ თვითონ პოლიციის მაღალჩინოსნები ესაუბრებიან დემონსტრანტებს, რომ პოლიციავე უზრუნველყოფდა გზის გადაკეტვას და მსვლელობის წარმოებას. 

შესაბამისად, აქ რაიმე სისხლის სამრთლებრივი არ არსებობს, ამ ბრალდების წარდგენა ემსახურება ერთადერთ მიზანს - რომ მომავალში ხალხი დაშინდეს და ამ პროტესტს ფრთები შეეკვეცოს, ეს უნდათ, თუმცა, მკაფოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს. მეც ვიყავი იქ გზის გადასაკეტად და დიდი სიამოვნებით გადავკეტავდი გზას, რადგან რუსული რეჟიმის ჩამოსაქცევად ყველა გზა, ხერხი მშვიდობიანი პროტესტისა, არის მისაღები. მშვიდობიანი პროტესტის კრიმინალიზაცაის რომ ეწევა ხელისუფლება და ცდილობს მშვიდობიანი პროტესტი მონათლოს დანაშაულად, ეს არის პუტინის გზა. 

პოლიცია გადაქცეული მარბიელ რაზმად, ხალხს თავს ესხმიან, სცემენ, აწამებენ, გაუპატიურებით ემუქრებიან, ამაზე პროკურატურას და არც კაციტაძის უწყებას რეაგირება არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამათთვის ყველაფერი მოსულა, მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმი იქნეს შენარჩუნებული. ივანიშვილის რეჟიმი უნდა ჩამოიშლოს“, - განაცხადა ბასილაიამ.

 

ქვეყნაში რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო - რეჟიმმა აქციაზე დაკავებულ 8 პირს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირა და 4 წლით ციხეში გაშვებას უპირებს.

აღნიშნულის შესახებ გომელაურის უწყებამ რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური განცხადებაც გამოაქვეყნა.

8 პირს შორის არია გიგი უგულავა და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, დიმიტრი ბიძინაშვილი არიან, რომლებიც ამ წუთებში, დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. 

თბილისი მოლის წინ გამართული აქციის გამო ივანიშვილის რეჟიმმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მისცა:

  • დიმიტრი ბიძინაშვილი
  • გიგი უგულავა
  • ირაკლი წიგნაძე 
  • ირაკლი ტაბლაძე
  • ნიკოლოზ კუპატაძე
  • ვასილ ელიავა
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილი
  • ალექსანდრე გოგოლაძე

მსგავსი სიახლეები